საქართველოში კოკსაკის ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა | Allnews.Ge

საქართველოში კოკსაკის ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ენტეროვირუსული ინფექცია კოკსაკის ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, შემთხვევების კონკრეტულ რაოდენობაზე საუბარი რთულია, რადგან მისი აღრიცხვა არ ხდება.

მისი თქმით, კოკსაკის შემთხვევების გამოვლენას ძირითადად მაისიდან ივლისამდე ჰქონდა ადგილი.

რა უნდა ვიცოდეთ კოქსაკის ვირუსზე თუ თურქეთში ვაპირებთ წასვლას

"ვირუსი კოკსაკი მთელ მსოფლიოში და მით უმეტეს, საქართველოსნაირი კლიმატის ქვეყნებში ხშირად ფიქსირდება. გამომდინარე აქედან, რამდენიმე შემთხვევა ყოველთვის არის ხოლმე საქართველოში. ვირუსი იმდენად მსუბუქია, არ აღირიცხება ცალკ-ცალკე თუ არ არის აფეთქება. აფეთქება კი არა გვაქვს. ჩვენთან ძირითადად დაფიქსირდა მაის-ივლისში, ახლა თითო-ოროლა შემთხვევაა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ზოგადად ვირუსების კუთხით "ძალიან წყნარი ზაფხული გვქონდა".

myquiz