ბულაჩაურის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან შარტავადან პეკინის მიმართულებით იქნება დაშვებული | Allnews.Ge

ბულაჩაურის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან შარტავადან პეკინის მიმართულებით იქნება დაშვებული

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღის მეორე ნახევრიდან კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შარტავას ქუჩიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით იქნება დაშვებული. კალანდაძის ქუჩიდან პეკინზე გამომავალ ავტომობილებს მოხვევა ამ ეტაპზე შეეძლებათ მხოლოდ მარჯვნივ - ვაჟა ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნისკენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შესაბამის საგზაო ნიშნებს უკვე ამონტაჟებს.

25 აგვისტოს, პეკინის ქუჩისა და ვაჟა ფშაველას გამზირების შემაერთებელ კვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ტრანსპორტისთვის გაიხსნა.

კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობის ძველი სქემით ამოქმედება ამ ღონისძიების შემდეგ გახდა შესაძლებელი. მერიაში აცხადებენ, რომ ეს შარტავას ქუჩასა და ჟვანიას მოედანს ტრანსპორტისგან მნიშვნელოვნად განტვირთავს.

myquiz