თბილისში, ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდება | Allnews.Ge

თბილისში, ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდება

ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე მიმდინარე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის გამო, სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 18:00 საათიდან ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდება. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის განცხადებაში.

შესაბამისად, N4, 10, 106, 103, 112, 20 და 90 ავტობუსების ბოლო გაჩერება იქნება ვეკუას ქუჩის დასაწყისში და არა – ორბელიანის მოედანზე.

"დროებით შეიცვლება იმ მიკროავტობუსების სამარშრუტო სქემაც, რომლებიც ვეკუასა და მტკვრის ქუჩების გავლით მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობდნენ. ისინი სვლას ბარათაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, გადავლენ ბარათაშვილის ხიდზე, რის შემდეგაც იუსტიციის სახლის მიმართულებით მობრუნდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ",- აღნიშნულია განცხადებაში.

myquiz