გარემოს ეროვნული სააგენტო სტიქიის ზონაში ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს | Allnews.Ge

გარემოს ეროვნული სააგენტო სტიქიის ზონაში ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ჰაერის ხარისხი შემოწმდა და მისი ყველა კომპონენტი დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის ზონების მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში, ტბასა და ყვიბისში, ასევე, დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის ხარისხის კვლევა განახორციელეს.

"კვლევების შედეგად გაიზომა ჰაერში მყარი შეწონილი ნაწილაკები, აზოტის დიოქსიდი და ნახშირჟანგი. აღნიშნული კვლევების შედეგად ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია", - ნათქვამია ინფორმაციაშუი.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ჰაერის ხარისხის შემოწმება სტიქიის ზონის მიმდებარედ, სხვა დასახლებულ პუნტქტებშიც მიმდინარეობს.

myquiz