შსს რუსთაველზე ღამის კლუბებში ჩატარებული შემოწმების შედეგებზე საუბრობს | Allnews.Ge

შსს რუსთაველზე ღამის კლუბებში ჩატარებული შემოწმების შედეგებზე საუბრობს

რუსთაველის გამზირზე მდებარე კაფე-ბარებსა და ღამის კლუბებში პოლიციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში არასრულწლოვნების ჩართულობის ფაქტები არ გამოვლენილა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტეს, შემოწმების შედეგად არასრულწლოვნების კაფე-ბარებსა და ღამის კლუბებში შეშვება, ასევე მათი მონაწილეობით სხვა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ გამოვლენილა.

ცნობისთვის, შსს-მ 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჩატარებული პრევენციული მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ბარიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით მიიყვანეს: 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი ქალი; ასევე, 56 მამაკაცი, მათ შორის, 15 - ქართველი და 41 უცხოეთის მოქალაქე.

ამასთან, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა სასამართლომ მათ მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა.

myquiz