თერჯოლაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

თერჯოლაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავებულია ერთი ადამიანი.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

myquiz