რა ხდებოდა შაბათ-კვირას საქართველოს გზებზე | Allnews.Ge

რა ხდებოდა შაბათ-კვირას საქართველოს გზებზე

შაბათ-კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, სულ მცირე 6 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ერთი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ექვსი კი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევები შაბათს, მოხდა რუსთავში, სურამსა და ბათუმში. სურამში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაიღუპა. ავტომანქანა ტროტუარზე მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. მცირეწლოვანი ბავშვები ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

კვირას ავტოსაგზაო შემთხვევები მოხდა ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, უშგულსა და ქუთაისში. უშგულიდან მომავალი ავტომობილი მდინარეში გადავარდა, ავტომობილის მძღოლის ცხედარი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. მსხევრპლით დასრულდა ავარია ქუთაისშიც. ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ქუთაისის "სპეციალური სერვისების" თანამშრომელი გარდაიცვალა. 60 წლამდე ასაკის ქალბატონს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ქუჩას გვიდა. როგორც "სპეციალური სერვისების" დირექტორის მოადგილე არჩილ ჭავჭანაძე აცხადებს, გარდაცვლილი ქალბატონი სოციალურად დაუცველი და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო.

myquiz