ზაზა ფაჩულია ქართველ გულშემატკივარს NBA-ის თასს წარუდგენს | Allnews.Ge

ზაზა ფაჩულია ქართველ გულშემატკივარს NBA-ის თასს წარუდგენს

სპორტის სასახლეში, 7 აგვისტოს ქართველი გულშემატკივრისთვის ზაზა ფაჩულიასადმი მიძღვნილი ღონისძიება და NBA-ის თასის ოფიციალური წარდგენა გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრები, მეგობრები და მხარდამჭერი ორგანიზაციები, ასევე, ვეტერანი კალათბურთელები და ზაზა ფაჩულიას მწვრთნელები.

"ღონისძიება დატვირთული იქნება მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით. მაყურებელი იხილავს საკალათბურთო შოუს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღონისძიების წარმდგენი და გენერალური სპონსორია ნავთობკომპანია "გალფი", მხარდამჭერი - თბილისის მერია.

myquiz