შსს - თბილისში დაგეგმილი "ქართული მარშის" დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს დაგეგმილი "ქართული მარშის" დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, წესრიგს პოლიცია დაიცავს, რომელიც კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
"პოლიცია დაიცავს მართლწესრიგს და იმოქმედებს კანონის ფარგლებში. მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზომები", - განაცხადეს უწყებაში.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს "ქართველთა მარში" გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, აქცია-მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, #24-ე სკოლისა და რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 20:00 საათზე დაიწყება და მსვლელობა მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.