მცხეთაში მატარებელი ქალს დაეჯახა | Allnews.Ge

მცხეთაში მატარებელი ქალს დაეჯახა

მცხეთაში მატარებელი ასაკოვან ქალს დაეჯახა. როგორც რამდენიმე მოქალაქემ გვაცნობა, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

თავის მხრივ, როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ითვალისწინებს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

myquiz