ბათუმის საავადმყოფოში 34 წლის პაციენტი გარდაიცვალა | Allnews.Ge

ბათუმის საავადმყოფოში 34 წლის პაციენტი გარდაიცვალა

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პაციენტი გარდაიცვალა. 34 წლის ქალმა ჭარბი წონის გამო კუჭის ოპერაცია ერთი თვის წინ გაიკეთა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაუარესდა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ოჯახის წევრები ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ გუშინ საღამოს რეფერალური საავადმყოფოს ეზოში აქცია გამართეს.

myquiz