საქართველოს ზოგიერთ რაიონში სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე კი, შტორმია მოსალოდნელი | Allnews.Ge

საქართველოს ზოგიერთ რაიონში სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე კი, შტორმია მოსალოდნელი

5-დან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აგრილდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ივლისის დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ჰაერის ცივი მასები გავრცელდა, რაც ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაკლებას, ქარს, დროგამოშვებით ძლიერს, ზღვაზე შტორმს, ელჭექს და ნალექებს გამოიწვევს.

5-დან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო აგრილდება, მოსალოდნელია ნალექი (უმეტესად დასავლეთ საქართველში), ზოგან ძლიერი, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა

myquiz