2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოში 124 708 ვიდეოჯარიმა გამოიწერა | Allnews.Ge

2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოში 124 708 ვიდეოჯარიმა გამოიწერა

2017 წლის იანვარ-მაისის თვეების მონაცემებით, საქართველოში სულ 124 708 ვიდეოჯარიმა გამოიწერა, 2016 წელს ვიდეოკამერებით დაფიქსირებული დარღვევების რაოდენობა 281 475-ს შეადგენდა - ამის შესახებ Allnews.ge-ს "შინაგან საქმეთა სამინისტროდან" აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მხოლოდ დედაქალაქში დაახლოებით, 620 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს, რომლებიც დარღვევებს მუდმივად აკონტროლებენ და შესაბამის სამსახურს ატყობინებენ, რომელიც მოქალაქეებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას აკისრებს.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ვიდეოჯარიმების რაოდენობა მრავალრიცხოვანია, შესაბამისად, კანონდარღვევისთვის თანხების გადახდა ჩვენს ბევრ თანამოქალაქეს მოუწია. სწორედ ასეთი ტიპის ჯარიმებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს წაახალისებს და იმ შემთხვევაში, თუ პირი დაკისრებულ ჯარიმას შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შემცირდება.

გარდა ამისა, დარღვევები, რომლებსაც ვიდეოკამერები დააფიქსირებენ, მძღოლებისთვის მხოლოდ ჯარიმის დაკისრებას გულისხმობს, შესაბამისად, მათ მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები არ დააკლდებათ.

myquiz