ზაჰესის ხიდი ჩაინგრა | Allnews.Ge

ზაჰესის ხიდი ჩაინგრა

ზაჰესის გზის საავტომობილო მონაკვეთზე დამაკავშირებელი ხიდის მარცხენა ფლიგელი ჩაინგრა, რის გამოც ავტომობილებით მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ტერიტორიაზე გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ისინი ნგრევას მშენებელი კომპანიის მიერ საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებას უკავშირებენ. ასევე მიმართავენ თბილისის მერიას, რომ მოხდეს დაზიანებული ხიდის დროული და ხარისხიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც, რომლებიც თბილისის მერიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია მოხდეს მშენებელ კომპანიასა და თბილისის მერიას შორის არსებული საქმიანობის შესწავლა.

myquiz