თბილისიდან ბათუმამდე მატარებლით მგზავრობა ძვირდება | Allnews.Ge

თბილისიდან ბათუმამდე მატარებლით მგზავრობა ძვირდება

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ბილეთების ფასი 1 ივლისიდან გაიზრდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს "საქართველოს რკინიგზაში" განუცხადეს.

ივლისსა და აგვისტოში "შტადლერის" მატარებელით მგზავრობის პირველი კლასის ბილეთის ფასი 35 ლარის ნაცვლად 60 ლარი, ხოლო მეორე კლასის ბილეთის ფასი 18 ლარის ნაცვლად, 24 ლარი გახდება.

ფასები იზრდება ღამის მატარებლით მგზავრობაზეც. კერძოდ, პირველი კლასის ბილეთის ფასი 25-ის ნაცვლად 40 ლარი, ხოლო მეორე კლასის 18 ლარის ნაცვლად 24 იქნება.

"საქართველოს რკინიგზის" განმარტებით, აღნიშნული ფასები ზაფხულში მხოლოდ ივლის-აგვისტოში დარჩება, ხოლო დანარჩენი 10 თვის განმავლობაში ბილეთებს ძველი ფასები ექნება.

myquiz