1-ელი ივლისიდან ყვითელ მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩართვა სავალდებულო გახდება | Allnews.Ge

1-ელი ივლისიდან ყვითელ მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩართვა სავალდებულო გახდება

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლებს 1-ელი ივლისიდან მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნას და გასაგრილებელი მოწყობილობის ჩართვას ავალდებულებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"კომპანია "თბილისის მიკროავტობუსიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიამ ზაფხულის დადგომამდე სამარშუტო ტაქსებში გასაგრილებელ საშუალებებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა და ამ დროისათვის დედაქალაქის მასშტაბით ყველა მიკროავტობუსში მუშაობს კონდენციონერი, გარდა ამისა კომპანია ითვალისწინებს მძღოლების ინტერესებსაც და სეზონურად შეუმცირებს ყოველდღიურ გადასახდელს.

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" მიმართავს მგზავრებს და მოუწოდებს, რომ უკმაყოფილების შემთხვევაში დარეკონ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე - 2 200 340.

"ამასთანავე, მოგახსენებთ, რომ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" კატეგორიულად ითხოვს მძღოლებისგან კონდენციონერების ჩართვას. მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც რეგულარულად ამოწმებენ მიკროავტობუსებს, გაასაჯაროებენ რეაგირების შედეგებს. იმ შემთხვევაში თუ შემოვა შეტყობინება, რომ რომელიმე მძღოლი არ რთავს გასაგრილებელ საშუალებას და თუ ეს შეტყობინება დადასტურდება, გატარდება შესაბამისი სანქციები, კერძოდ, პირველ შემთხვევაზე მძღოლს ეძლევა სიტყვიერი გაფრთხილება; მეორე შემთხვევაზე მძღოლს ერთი კვირით ეზღუდება სატრნასპორტო საშუალების მართვა; მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მძღოლთან კომპანია წყვეტს ხელშეკრულებას", - ნათქვამია განცხადებაში.

myquiz