გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უახლოეს დღეებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი | Allnews.Ge

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უახლოეს დღეებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

27-30 ივნისს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, - ამის შესახებ Allnews.ge-ს "გარემოს ეროვნულ სააგენტოში" განუცხადეს.

სინოპტიკოს ნინო წვერავას ინფორმაციით, მომდევნო 4 დღის პირველ ნახევარში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, წვიმა ძირითადად, საღამოს საათებში იქნება.

"ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან 30 ივნისამდე, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა" - აღნიშნავს ნინო წვერავა.

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 27-32ºC ფარგლებში იქნება, ელჭექის დროს, ქარი 10-15 მ/წმ-მდე გაძლიერდება, ხოლო აღმოსავლეთში 31-36ºC-ია მოსალოდნელი. თბილისში 28-29 ივნისს ტემპერატურა 34ºC -მდე აიწევს. საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

myquiz