მოპედის მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში ადმინისტრაციული წესით დაისჯება | Allnews.Ge

მოპედის მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში ადმინისტრაციული წესით დაისჯება

მოპედის მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში ადმინისტრაციული წესით დაისჯება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მოპედის მართვა ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება მოპედის მართვისას სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებაზე.

პარლამენტში უკვე ინიცირებულია "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.

კანონში დადგენილი ცვლილებებით, მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება მძღოლის 150 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

300 ლარით დაჯარიმდება მძღოლი, თუკი ის მოპედს ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს ან თუ ასეთი სიმთვრალის შემოწმებაზე უარს იტყვის.

იმ შემთხვევაში თუ მძღოლი 16 წლის ასაკს მიღწეული არ არის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება.

myquiz