აეროპორტის ხიდებიდან ლოჭინის ხიდამდე გზის გადაკეტვა იგეგმება | Allnews.Ge

აეროპორტის ხიდებიდან ლოჭინის ხიდამდე გზის გადაკეტვა იგეგმება

მიმდინარე წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისში კიდევ ერთი ქუჩის გადაკეტვა იგეგმება. კერძოდ, თბილისის მერია აეროპორტის ხიდებიდან ლოჭინის ხიდამდე გზის დაგებას გეგმავს.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის ხარჯები მიმდინარე წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და ამჟამად, პროექტის მომზადება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც სამუშაოების დაწყების ვადა განისაზღვრება.

"პროექტირების დასრულდების შემდეგ განისაზღვრება ავტომობილები რა მიმართულებით იმოძრავებენ. ვმუშაობთ, რომ მძღოლებისთვის დისკომფორტი და მასშტაბური შეზღუდვები თავიდან ავირიდოთ და მოძრაობის გადატვირთვა არ მოხდეს, " - განმარტავენ კეთილმოწყობის სამსახურში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადები ისე გადანაწილდება, რომ მოქალაქეებს გადაადგილებაზე მასშტაბური შეზღუდვები არ დაუწესდეთ.

myquiz