პარკირებისას დგომა-გაჩერების წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული ჯარიმა 20 ლარამდე აღარ გაიზრდება | Allnews.Ge

პარკირებისას დგომა-გაჩერების წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული ჯარიმა 20 ლარამდე აღარ გაიზრდება

ავტომობილების პარკირებისას დგომა-გაჩერების წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული ჯარიმა 20 ლარამდე აღარ გაიზრდება და ძალაში არსებული 10-ლარიანი ჯარიმა დარჩება.

ამკრძალავი ნიშნების "გაჩერება აკრძალულია" და "დგომა აკრძალულია" მოთხოვნების დაუცველობის, ასევე დგომა-გაჩერების სხვა წესების დარღვევის შემთხვევაში, პირველი ივლისიდან 20-ლარიანი ჯარიმა შედის ძალაში. აღნიშნული ჯარიმის ოდენობა პარლამენტის მიერ მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ორმაგდება.

თუმცა, პარლამენტში უკვე ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით დგომა-გაჩერების წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კვლავ 10-ლარიანი ჯარიმით შემოიფარგლება.

პროექტის ავტორები არიან დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი და ილია წულაია.

myquiz