საქართველოს ტერიტორიაზე ნორმაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება | Allnews.Ge

საქართველოს ტერიტორიაზე ნორმაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება

ცხელი ზაფხული გველოდება, საქართველოს ტერიტორიაზე ნორმაზე 1ºC-ით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ქოქოსაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ტემპერატურის მატება და სიცხე ივლისის შუა რიცხვებში დაიწყება და სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე გასტანს.

"ცალკეულ პუნქტებზე, დაბლობში, აღმოსავლეთში, მაგალითად, კახეთში და ქვემო ქართლში, ტემპერატურამ შეიძლება 38-39ºC მიაღწიოს," - განმარტავს სინოპტიკოსი.

"მიუხედავად სიცხისა, ზაფხულში დროგამოშვებით ნალექიც არის მოსალოდნელი, მაგრამ არა ძალიან ჭარბი რაოდენობით. სანაპირო რაიონებში კი, რომლებიც ისედაც უხვი ნალექით გამოირჩევა, უფრო მეტს იწვიმებს".

სინოპტიკოსი დასძენს, რომ ტემპერატურის მატება უკვე იწყება და ისევე როგორც შარშან, მზიანი და ცხელი ივლის-აგვისტო გველის.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz