"თბილისის მიკროავტობუსი" - კონდიციონერების ჩართვის აუცილებლობა ჯერჯერობით არ არსებობს, რადგანაც არ ცხელა | Allnews.Ge

"თბილისის მიკროავტობუსი" - კონდიციონერების ჩართვის აუცილებლობა ჯერჯერობით არ არსებობს, რადგანაც არ ცხელა

დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ მიკროავტობუსებში კონდიციონერი მას შემდეგ ჩაირთვება, რაც ტემპერატურა 27-28 გრადუსს მიაღწევს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შპს "თბილისის მიკროავტობუსის" პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი განცხადებით, ჯერჯერობით, კონდეციონერების ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს, რადგანაც არ ცხელა.

მგზავრთა ნაწილი პრეტენზიას გამოთქვამს იმის გამო, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები კონდიციონერს ჯერჯერობით არ რთავენ.

რაც შეეხება თბილისში ამ დროისთვის არსებულ ტემპერატურას, როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დღეს თბილისში ტემპერატურა დაახლოებით 30-31 გრადუსი იქნება.

myquiz