თელეთის გზაზე ავარიის შედეგად ავტობუსი ამობრუნდა | Allnews.Ge

თელეთის გზაზე ავარიის შედეგად ავტობუსი ამობრუნდა

მარნეულის ავტომაგისტრალის თელეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა. მგზავრების ამოყვანა ავტობუსის სავენტილაციო ლუქებიდან მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

როგორც შსს-ში განაცხადეს, სომხური სანომრე ნიშნებიანი ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა. არიან დაშავებულები, სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

myquiz