ავარია ხაშურში - დაიღუპა ერთი ადამიანი | Allnews.Ge

ავარია ხაშურში - დაიღუპა ერთი ადამიანი

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი და "ოპელის" მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

myquiz