"დაავადებათა კონტროლის ცენტრი" მოსახლეობას მზეზე ყოფნასთან დაკავშირებით რეკომენდაციების აძლევს | Allnews.Ge

"დაავადებათა კონტროლის ცენტრი" მოსახლეობას მზეზე ყოფნასთან დაკავშირებით რეკომენდაციების აძლევს

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ზღვაზე ყოფნას მზის ძალიან აქტიურ პერიოდში, - ამის შესახებ "დაავადებათა კონტროლის ცენტრის" არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ განაცხადა.

"ზოგადად ულტრაიისფერი გამოსხივების სხვადასხვა დონე არსებობს. ზოგიერთ ქვეყანაში ამინდის გამოცხადებასთან ერთად ხდება ულტრაიისფერი გამოსხივების დონის გამოცხადება. 11:00-დან 17:00 საათამდე არ უნდა ვიყოთ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ", - განაცხადა ლელა სტურუამ.

მისივე თქმით, მზის სხივების პირდაპირმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება, რაც შეიძლება გამოხატული იყოს შეწითლებით, ჭორფლის გამოყრით, ალერგიული რეაქიებით, ბუშტუკოვანი გამონაყარით.

"გარდა ამისა შეიძლება იყოს მზის დაკვრა, რომელიც გამოხატულია ტემპერატურის მატებით, გონების დაკაგვით და ა.შ. თუ კი ეს მდგომარეობა სიმწვავით ხასიათდება, სასურველია და აუცილეებელია მივმართოთ ექიმს", - განაცხადა ლელა სტურუამ. მისივე განცხადებით, მზეზე ყოფნისას რეკომენდირებულია რომ გვეცვას ღია ფერის, ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი, მჭიდროდ არ უნდა გვქონდეს ტანზე მომდგარი და მნიშვნელოვანია გვქონდეს ფართო ფარფლებიანი ქუდი.

"კანი უნდა დავიცვათ ასევე დამცავი ფაქტორის შემცველი კრემით. აუცილებელია თვალების დაცვა, ვინაიდან მზის სხივების ზემოქმედება მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული კატარაქტის განვითარებასთან. ამიტომ საჭიროა, რომ მზისგან დამცავი სათვალეც გვქონდეს", - განაცხადა ლელა სტურუამ.

myquiz