სამტრედიაში 37 წლის მამაკაცს ორ მცირეწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ | Allnews.Ge

სამტრედიაში 37 წლის მამაკაცს ორ მცირეწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

მცირეწლოვან დებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, სამტრედიის რაიონის ერთ-ერთი სოფელში, 37 წლის მამაკაცი დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს" ინფორმაციით, ბრალდებულ დ. შ-ს დაკავება მაისის შუა რიცხვებში მოხდა, მოგვიანებით კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა, - "ბრალდებულს გამოძიება ორი მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენას ედავება. შანიძე ამჟამად პატიმრობაში იმყოფება," - აცხადებენ უწყებაში.

რა იქნება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ამ საქმეზე, ჯერჯერობით უცნობია.

myquiz