შეკვეთილში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება | Allnews.Ge

შეკვეთილში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება

ზაფხულში შეკვეთილში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება, რომელსაც 2 000 კვ.მ მოცულობის აკვარიუმი და 150 მეტრზე ზღვაში შეჭრილი აუზი ექნება - ამის შესახებ Allnews.ge-ს "საქართველოს თანაინვესტირების ფონში" განუცხადეს.

ფონდის ინფორმაციით, სასტუმროში ასევე 3 500 კვ.მ ფართობის ზამთრის ბაღი გაშენდება, თუმცა ინფრასტრუქტურა ყველა სეზონისთვის შესაბამისი იქნება.

პროექტის ბიუჯეტი 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

myquiz