გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების პირველი კომენტარი პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ | Allnews.Ge

გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების პირველი კომენტარი პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, პატრიარქმა შეხვედრისას განაცხადა, რომ "ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს დისკრედიტაციისკენ".

ამის შესახებ თორნიკე მამალაძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თორნიკე მამალაძე კვლავ იმ პოზიციაზე რჩება, რომ უწმინდესს საქმეზე სრული ინფორმაცია არ აქვს.

"პატრიარქმა გვითხრა, მამა გიორგისგან ცუდი არაფერი გამიგიაო და ეს ყველაფერი მიმართული არის საქართველოს დისკრედიტაციისკენო. საუბარს უწმინდესსაც აწყვეტინებდნენ. პატრიარქმა მოგვისმინა, მან მხოლოდ ერთი ინტერვიუ გამახსენა ჩემი, რომელიც გაზეთში დაიბეჭდა, თუმცა მეტი არაფერი უკითხავს. მეუფე იაკობმა მითხრა, რომ სრული ინფორმაცია აქვს პატრიარქს, თუმცა ამაში ეჭვი მეპარება, რადგან მას არ გასჩენია არც ერთი კითხვა ჩემს ინტერვიუებთან დაკავშირებით. ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ უწმინდესი საქმეზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს.

მოვითხოვეთ მამა გიორგის ზიარება, რაზეც პატრიარქს სურდა რაღაცის თქმა, მაგრამ მამა დავით ჭინჭარაულმა გააწყვეტინა და თქვა, რომ მე და მამა კახაბერმა უნდა ვაზიაროთო", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

რაც შეეხება შეხვედრაზე ადვოკატების დასწრების მოთხოვნას, თორნიკე მამალაძის განცხადებით, პატრიარქს ამაზე არაფერი უთქვამს, თუმცა მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ "ეს არ იყო სასამართლო და მეუფეები არ არიან იურისტები".

myquiz