არ დაელოდოთ სექტემბერს: მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" ექსკლუზიური ვიდეოკადრები | Allnews.Ge

არ დაელოდოთ სექტემბერს: მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" ექსკლუზიური ვიდეოკადრები

სექტემბერში თბილისს ახალი მეტროსადგური "უნივერსიტეტი" შეემატება. სადგურში ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებულია. მოპირკეთდა გვირაბები, დამონტაჟდა ესკალატორები და რელსები. ამჟამად ელექტროგაყვანილობის შეერთება, შუქნიშნების შემოწმება და ვიდეოკამერების მონტაჟი მიმდინარეობს.

მეტროსადგურის ტესტირება რამდენიმე კვირაში მოხდება.

"უნივერსიტეტიდან" ამოსასვლელი ვაჟა-ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდება. მგზავრები, ჯამში სულ 4 ამოსასვლელით ისარგებლებენ.

ახალი მეტროსადგურის მშენებლობას "აზიის განვითარების ბანკი" აფინანსებს და მისი ღირებულება, დაახლოებით 83,000,670 ლარია.

myquiz