რომან კაკულია - მიწების გამოუყენებლად დატოვების უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს | Allnews.Ge

რომან კაკულია - მიწების გამოუყენებლად დატოვების უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს

სასოფლო-სამეურნეო მიწების წლების განმავლობაში გამოუყენებლად დატოვების უფლება, არც ქართველს და არც უცხოელს არ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის აკრძალვის კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია.

რომან კაკულიას თქმით, ორგანულ კანონს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მონიტორინგის ფუნქციაც უნდა ჰქონდეს, რათა არცერთი მათგანი არ დარჩეს დაუმუშავებელი.

"ამისი მონიტორინგი უნდა არსებობდეს და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს კანონპროექტში სათანადოდ აისახოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ფერმერებთან საკონსულტაციო მომსახურება დავიწყეთ, რომელიც წარმატებული ევროპული მაგალითების დანერგვას შეუწყობს ხელს," - განმარტა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ამჟამად სასოფლო- სამეურნეო მიწების უცხოელებზე გახსვისება შეჩერებულია. რომან კაკულიას თქმით, აღნიშნული მორატორიუმი საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების რეალიზაციის პროცესის დაჩქარებას აღკვეთს.

 

 

myquiz