წყლის ტარიფი შესაძლოა გადაიხედოს | Allnews.Ge

წყლის ტარიფი შესაძლოა გადაიხედოს

უახლოეს მომავალში სემეკი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტარიფის გადახედვას გეგმავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა განუცხადა.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პრაქტიკულად ერთადერთი მსხვილი კომპანიაა, რომლის ტარიფი ჯერ არ დადგენილა. რა თქმა უნდა, კომისია უახლოეს მომავალში აპირებს ამ ტარიფის გადახედვას, თუმცა ჯერჯერობით სატარიფო განაცხადი წარმოდგენილი არ არის", - განაცხადა ფანგანმა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით მომსახურებას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ურბანული ტიპის დასახლებებისთვის, თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა.

myquiz