ქუთაისის შემოვლით გზასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

ქუთაისის შემოვლით გზასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 22 მაისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი (ქუთაისი-სამტრედიის მიმართულებაზე ) მოძრაობს ძველი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით (ქალაქ ქუთაისის გავლით).

"აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა ხორციელდება ცალმხრივად (სამტრედია-ქუთაისის მიმართულებაზე)

აღნიშნულ მიმართულებაზე დაფიქსირდა მრავალი დარღვევა და დაწესებული რეჟიმის დაუმორჩილებლობა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გთხოვთ, იმოძრაოთ საავტომობილო წესების დაცვით და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს", - წერია საავმტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ამჟამად საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესლიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოსავლელი–სამტრედიის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების განხორციელება მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს:

გარე განათების ქსელის მოწყობას

ხმაურიანი ზოლების და დამატებითი საგზაო ნიშნების მოწყობას

ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემის მოწყობას

"სამუშაოების დასრულებისთანავე ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება ორმხრივად და მძღოლები შეძლებენ იმოძრაონ განათებული, კიდევ უფრო უსაფრთხო და გამართული ინფრასტრუქტურით. ამ დროისათვის საავტომობილო მიმოსვლა შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მიმდინარეობს", - წერია განცხადებაში.

myquiz