მგზავრების ინფორმაციით, სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას თვითმფრინავს მეხი დაეცა | Allnews.Ge

მგზავრების ინფორმაციით, სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას თვითმფრინავს მეხი დაეცა

სტამბოლი-თბილისის რეისი დაგვიანებით შესრულდა. როგორც მგზავრების ნაწილი აცხადებს, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში კვლავ სტამბოლში დაეშვა. "შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ ტურბულენტურ ზონაში მოვყევით და ხალხი აფორიაქდა. აღმოჩნდა, რომ მეხი დაეცა ჩვენს თვითმფრინავს. დაშავებულები არ არიან", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს ერთ-ერთმა მგზავრმა ნუცა ფარღალავამ.

კიდევ ერთი მგზავრის, დავით ლოლაძის თქმით, "აფრენიდან 15 წუთში წრედი შეიკრა, გაჩნდა მეხი და დაარტყა თვითმფრინავს".

"ამის მერე იყო მართვის პრობლემები. შესაბამისად, პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმფრინავი დაეშვა ათათურქის აეროპორტში", - აღნიშნა ლოლაძემ.

ავიაკომპანია "ატლას გლობალის" ინფორმაციით, მოგვიანებით თბილისის მიმართულებით რეისი შესრულდა.

"სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას , უამინდობის გამო თვითმფრინავს სტამბოლში დაბრუნება მოუწია, თუმცა რეისი მოგვიანებით შესრულდა", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" ავიაკომპანიაში.

myquiz