18.06.2017 / 13:19
შრიფტის ზომა:

ფოტოები პეკინის ქუჩიდან, სადაც ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერია პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ფოტო მასალას ავრცელებს.

" პეკინის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაში შევიდა. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა რეაბილიტაციის პროცესი სექტემბრის დასაწყისში დასრულდეს. პროექტის ოპერატიული მართვა 26 მაისის მოედანზე მოწყობილი შტაბიდან მოხდება.

გზის აღდგენისა და ტროტუარის კეთილმოწყობისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რაც შეეხება მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ამას საკუთარი ხარჯებით კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები უზრუნველყოფენ." - ნათქვამია კომენტარში.