როდის დაიწყებს მუშაობას მეტროსადგური "უნივერსიტეტი" | Allnews.Ge

როდის დაიწყებს მუშაობას მეტროსადგური "უნივერსიტეტი"

მეტროსადგურ "უნივერსიტეტით" სარგებლობა მოქალაქეებს სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოდან ან სექტემბერში შეეძლებდათ, - ამის შესახებ Allnews.ge-ს მეტროსადგურის ინჟინერმა რამაზ დალაქიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, "უნივერსიტეტის" ტესტირება ივლისის ბოლოდან დაიწყება და ახალი სასწავლო წლისთვის სადგურით სარგებლობა უკვე შესაძლებელი გახდება.

"ჯერ კვანძების შემოწმება და დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს. ტესტირების პროცესში გავუშვებთ მატარებელს, შევამოწმებთ ესკალატორს, შემდეგ შესაბამისი პირები ყველაფერს დააკვირდებიან, რომ ხარვეზით არ იმუშაოს, რათა ხალხი მეტროსადგურში შევუშვათ," - აღნიშნა ინჟინერმა და დასძინა, რომ სამშენებლო სამუშაოები "უნივერსიტეტში" ამ ეტაპზე დასრულებულია.

"უნივერსიტეტიდან" ამოსასვლელი ვაჟა-ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდება. მგზავრები, ჯამში სულ 4 ამოსასვლელით ისარგებლებენ.

ახალი მეტროსადგურის მშენებლობას "აზიის განვითარების ბანკი" აფინანსებს და მისი ღირებულება, დაახლოებით 83,000,670 ლარია, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული ესპანური კომპანია აწარმოებს.

myquiz