თბილისის ახალი ზოოპარკის ბილეთის ფასი ჯერ დადგენილი არ არის | Allnews.Ge

თბილისის ახალი ზოოპარკის ბილეთის ფასი ჯერ დადგენილი არ არის

ახალ ზოოპარკში ჯერჯერობით მხოლოდ დათვები და მგლები ბინადრობენ, თუმცა მნახველები მათთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ დაიშვებიან. აღნიშნული ინფორმაცია ზოოპარკის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა. პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ახალ ზოოპარკში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ვოლიერი აშენდა დათვებისა და მგლებისთვის გერმანიის მთავრობის დაფინანსებით.

"ეს ცხოველები ზოოპარკში უკვე გადაყვანილები არიან. ახალმა ზოოპარკმა ერთი დათვიც შეიფარა. ახლა შენდება ნიამორებისა და ირმების ვოლიერები"- განგვიმარტა ზოოპარკის წარმომადგენელემა.

ზოოპარკის ადმინისტრაციის თქმით, დამთვალიერებლების მიღება ამ დროისთვის შესაძლებელი არ არის, რადგან მხოლოდ ვოლიერებია აშენებული და მათ ირგვლივ ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ არის.

"თუმცა, თბილისის ზღვაზე ფუნქციონირებს საცხენოსნო კლუბი და საცხენოსნო კლუბის ფარგლებში შესაძლებელია ტურების ორგანიზება, რომლებიც ვოლიერების ირგვლივ მდებარე ბილიკებზეც გადის"- განმარტა ზოოპარკის წარმომადგენელმა.

ახალი ზოოპარკის ბილეთის ტარიფი დადგენილი არ არის და როგორც ადმინისტრაციაში განგვიმარტეს ღირებულება მხოლოდ მას შემდეგ დადგინდება, რაც ცხოველების ნახევარზე მეტი გადავა თავის ახალ სახლში და ზოოპარკიც გახსნისთვის მზად იქნება.

myquiz