რისი გაკეთება არ უნდა დაგვავიწყდეს წყალდიდობის დროს? | Allnews.Ge

რისი გაკეთება არ უნდა დაგვავიწყდეს წყალდიდობის დროს?

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მასშტაბით ამინდი საგრძნობლად გაუარესდა, მოსახლეობა ძლიერი სეტყვისა და წვიმის მოწმე გახდა.

ამ მოვლენამ უმეტეს ჩვენგანში 13 ივნისის მოვლენა და მასთან დაკავშირებული შიში გამოიწვია. შეგრძნება იმისა, რომ სტიქიური უბედურება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეიძლება განმეორდეს, გვაიძულებს ვიფიქროთ როგორ მოვიქცეთ წყალდიდობის შემთხვევაში.

Allnews.ge "ბიბისი"-ზე დაყრდნობით გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც სასურველია პანიკის შემთხვევაშიც კი არ დაგავიწყდეთ.

1. შეაგროვეთ პირველადი საჭიროების ნივთები და განათავსეთ ისინი სახლის მეორე სართულზე ან ამაღლებულ ადგილას - დარწმუნდით რომ თან გაქვთ ფანარი, მედიკამენტები და წყალი, მკვეთრი ნივთები სიგნალის მისაცემად.

2. გადაიყვანეთ თქვენი ოჯახი და შინაური ცხოველები მეტად უსაფრთხო ადგილას, ეცადეთ დაუყოვნებლივ მოსცილდეთ სტიქიის ზონას, მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებთ განთავსდით სახლის ზედა სართულზე უკიდურეს შემთხვევაში კი მის სახურავზე.

3. სახლში გათიშეთ ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია როდესაც სახლში წყალი იწყებს შემოსვლას.

4. თუ წყალში დგახართ

არავითარ შემთხვევაში არ მიეკაროთ ენერგიის არანაირ წყაროს.

5. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სამაშველო სამსახური და შეატყობინეთ მათ თქვენი ადგილსამყოფელი.

6. წყალმა შეიძლება სწრაფად მოიმატოს, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და დაამშვიდოთ ირგვლივ მყოფები.

7. თუ წყალდიდობის დროს გარეთ იმყოფებით სწრაფად მოერიდეთ სტიქიის ეპიცენტრს და შეეცადეთ აღარ გადაადგილდეთ.

8. თუ ევაკუაცია გამოცხადდა თან იქონიეთ პასპორტი და სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია.

რა უნდა გავაკეთოთ წყალდიდობის შემდეგ?

1. პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ უსაფრთხოა თუ არა საცხოვრებელ სახლში დაბრუნება. ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ წყალდიდობის შემდეგ სახლში შეიძლება ისეთი საშიში ნივთები დარჩენილიყო, რომლებიც თვალისთვის შეუმჩნეველია, მაგალითად ბასრი საგნები. სტიქიას ასევე შეიძლება გამოეწვია შენობის დაზიანება, რომელიც შესაძლოა ასევე შეუმჩნეველი იყოს ერთი შეხედვით.

2. ის მოსაზრებაც უნდა დაუშვათ რომ მოკლევადიან პერსპექტივაში საცხოვრებელს ვერ დაუბრუნდებით.

3. თუ გაქვთ უძრავი ქონების დაზღვევა დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს სადაზღვეო კომპანიას, თუ დაზღვევით არ სარგებლობთ, მიმართეთ ქალაქის ადმინისტრაციას დახმარებისა და საქველმოქმედო ფონდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

4. არ დაგავიწყდეთ რომ წყალდიდობის შემდეგ, შესაძლოა, გაეჟონა ქიმიურ ნივთიერებებს, და სხვა სახიფათო ნარჩენებს. ამიტომ აუცილებელია კარგად გასუფთავდეთ და დეზინფექცია ჩაიტაროთ, წყალდიდობის შედეგების ლიკვიდრებამდე ატარეთ წყალგაუმტარი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სახიდან კი ნიღაბი არ მოიშოროთ.

myquiz