რეპერებმა კლიპში რაც გამოხატეს, საშინელებაა - ალექსანდრე ჯეჯელავა | Allnews.Ge

რეპერებმა კლიპში რაც გამოხატეს, საშინელებაა - ალექსანდრე ჯეჯელავა

რეპერებმა კლიპში რაც გამოხატეს, ჩემი აზრით, საშინელებაა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს ჟურანლისტებს განუცხადა, რითაც რეპერების ჯგუფ ბირჟა მაფია-ს წევრების დაკავების საკითხს გამოეხმაურა.

განათლების მინისტრის თქმით, რეპერებმა თუ დაარღვიეს კანონი, მათ პასუხი უნდა აგონ.

"კლიპში რაც გამოხატეს, ჩემი აზრით, საშინელებაა. ასეთი უპატივცემულობა სამართლდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. მე ასე ვფიქრობ, თუმცა მათ ამისთვის პასუხს ვერ აგებინებდნენ. საუბარი იმაზე, რომ კანონი დავარღვიე და რაღაც სხვა მიზეზით მაგებინეს პასუხი, ვფიქრობ, არასერიოზულია. საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე და გასაგები იყოს ყველასთვის მათი ბრალეულობა და ამ საქმის მიმდინარეობა", - განაცხადა ჯეჯელავამ.

"ბირჟა მაფიას" წევრებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ ბირჯა მაფია-ს ორი წევრი დააკავეს. საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა.

"ბირჟა მაფიას" წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რეპერს, მიხეილ მგალობლიშვილის თქმით, ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მას ამოუღეს, თავად არ ეკუთვნის და ის პოლიციამ ჩაუდო. მისივე თქმით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ იმის გამო ჩაუდო, რომ ჯგუფმა საკუთარი კლიპით პოლიცია გააშარჟა.

myquiz