აშშ-ში დაკავებული სპორტსმენის მშობლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ | Allnews.Ge

აშშ-ში დაკავებული სპორტსმენის მშობლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის მშობლები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

დაკავებულის დედის მაყვალა ხურციძის თქმით, ამ დრომდე ოჯახს არავინ დაკავშირებია.

"ვინც არ უნდა იკითხოს, ან სადაც არ უნდა იკითხოს, არავინ არ იტყვის ავთანდილზე ცუდს. შეცდომას აქვს ადგილი. უკვე რამდენიმე დღეა ვტირი და არც არავინ არაფერს მეუბნება. საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ, როგორმე დაეხმარონ. არასოდეს არ დამხარებია არავინ არაფერში. ახლა მაინც დაეხმარონ და გამოუშვან ციხიდან“, - განაცხადა მაყვალა ხურციძემ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

myquiz