დედაქალაქში გველები მომრავლდნენ | Allnews.Ge

დედაქალაქში გველები მომრავლდნენ

თბილისში, ბოლო 2 თვის მონაცემებით 150-ზე მეტი გველია დაჭერილი. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა თემურ ფხალაძემ განაცხადა, სააგენტოში ქვეწარმავლების შემჩნევასთან დაკავშირებით, სულ 300-ზე მეტი ზარია დაფიქსირებული. თუმცა, მისი შეფასებით, მდგომარეობა საგანგაშო არ არის, რადგან გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამოძახების რაოდენობა შემცირებულია. ფხალაძის თქმით, სააგენტო 24-საათიან მზადყოფნაშია.

"ბოლო 2 თვის განმავლობაში ცხოველთა მონიტორინგის საააგენტოს ცხელ ხაზზე 300-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა, როდესაც მოსახლეობამ ქვეწარმავალი დააფიქსირა. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე სააგენტომ შესაბამისი რეაგირება განახორციელა, რის შესაბამისადაც დაჭერილია 150-ზე მეტი გველი.

ვერ ვიტყვით, რომ სიტუაცია საგანგაშოა, რადგან შარშან და შარშანწინ უფრო მეტი გამოძახება ფიქსირდებოდა. მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მუდმივ მზადყოფნაში ვართ, მოსახლეობას გავუწიოთ კვალიფიციური, ოპერატიული დახმარება", - განაცხადა თემურ ფხალაძემ.

myquiz