მადრიდში მამაკაცებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ფართოდ გაშლილი ფეხებით ჯდომა აუკრძალეს | Allnews.Ge

მადრიდში მამაკაცებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ფართოდ გაშლილი ფეხებით ჯდომა აუკრძალეს

მადრიდში მამაკაცებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ფართოდ გაშლილი ფეხებით ჯდომა აუკრძალეს. აღნიშნული მოთხოვნისთვის ქალთა მოძრაობამ შესაბამისი პეტიცია შეიმუშავა და ქალაქის მერიაში წარადგინა. ფემინისტებმა აღნიშნეს, რომ მამაკაცები ჯდომის მსგავსი მანერით, გაცილებით დიდი ადგილს იკავებენ და სხვა მგზავრების უფლებას არღვევენ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მალე საინფორმაციო ნიშნებიც გამოჩნდება, რომლებიც მამაკაცებს "სხვა ადამიანების სივრცის პასტივისცემისკენ" მოუწოდებს.

"ეს კულტურის საკითხია, ქალებს ყოველთვის გვთხოვენ რაც შეიძლება მცირე ადგილი დავიკავოთ, კაცებს კი არა"- განაცხადა კამპანიის ლიდერმა, ალეხანდრა დე ლა ფუენტამ.

ფემინისტების ინიციატივას და ახალ რეგულაციას სოციალურ ქსელის მამრობითი სქესის მომხმარებლები უკვე გამოეხმაურნენ. უმეტესობა მათგანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული აკრძალვა სექსისტური დევნაა მამაკაცების წინააღმდეგ.

myquiz