მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური დაჯგუფების წევრობაში ედება, განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური დაჯგუფების წევრობაში ედება, განცხადებას ავრცელებს

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე "ფეისბუქის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს. როგორც ხურციძე აღნიშნავს, ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა დიდი გაუგებრობა. ხურციძე იმედოვნებს, რომ უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა.

"მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს, უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება, გავნაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისათვის. მადლობა, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას", - აცხადებს ხურციძე.

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

myquiz