საქართველოში დღეს 32-34 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი | Allnews.Ge

საქართველოში დღეს 32-34 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი

საქართველოს დაბლობსა და ბარში დღეს 32-34 გრადუსია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, გუშინდელი საღამოდან 6 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კერძოდ, ქალაქ ფოთთან, ზემო იმერეთში და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 20-25 მეტრი იქნება.

6 ივნისს დასავლეთ საქართეველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +29;+34 გრადუსია მოსალოდნელი, სანაპირო რაიონებში +20,+25 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27;+32 გრადუსი, დედაქალაქში +31 გრადუსი.

მაღალი ტემპერატურის ფონზე, დღეს დღის მეორენახევარში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალონელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

myquiz