შსს-მ გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავა | Allnews.Ge

შსს-მ გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავა

რამდენიმე დღის წინ, ნუცუბიძის პლატოზე ტაქსის მძღოლმა ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადა, - ამის შესახებ Allnews.ge-ს "შინაგან საქმეთა სამინისტროში" განუცხადეს.

უწყების განმარტებით, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიება უკვე შეეფარდა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რომელიც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

"ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დანიშნულია ექსპერტიზა," - აცხადებენ "შინაგან საქმეთა სამინისტროში."

დაკავებული ბრალს არ აღიარებს.