მაია მიმინოშვილი - კვლევების შედეგად მნიშვნელოვანი პრობლემა იკვეთება | Allnews.Ge

მაია მიმინოშვილი - კვლევების შედეგად მნიშვნელოვანი პრობლემა იკვეთება

კვლევების შედეგად მნიშვნელოვანი პრობლემა იკვეთება – ძალიან დიდია სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლებს შორის, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აცხადებს.

მისი აზრით, ამ შემთხვევაში პრობლემა იმაში არ მდგომარეობს, რომ სოფლად მოსწავლეები ნაკლებად ნიჭიერი არიან, ან პედაგოგები არიან ნაკლებად კვალიფიციური.

"ეს ასე არ არის. არის სკოლები, სადაც ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს და მოსწავლეებიც ძალიან მონდომებული არიან. მაგრამ არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც მოსწავლის მიღწევებზე ახდენს გავლენას. ეს არის სკოლის ინფრასტრუქტურა, სასკოლო რესურსები, სახელმძღვანელოებზე ხელმისაწვდომობა, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის საგანმანათლებლო რესურსს. სპეციფიურია მაღალმთიანი სოფლების სკოლებსა და დაბის სკოლებში არსებული პრობლემები. რიგ შემთხვევაში, როცა მოსწავლეები სკოლაში უნდა იყვნენ, იძულებული არიან მშობლებს ხვნა-თესვის პერიოდში დაეხმარონ. ეს ის სპეციფიკაა, რომელსაც მხოლოდ განათლების სამინისტრო ვერ მოაგვარებს", - აცხადებს მაია მიმინოშვილი.

სასტუმრო "ბილთმორში" სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევების თემაზე კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებაში განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მონაწილეობდნენ.

myquiz