5-8 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს | Allnews.Ge

5-8 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს

5-8 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 30 გრადუსზე მეტი იქნება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, 7 ივნისამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

5 ივნისს დროგამოშვებით ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრს მიაღწევს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-31 გრადუსი იქნება.

6-8 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-32 გრადუსს მიაღწევს.

 

myquiz