ქალაქის სკოლის მოსწავლეებს გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ - მაია მიმინოშვილი | Allnews.Ge

ქალაქის სკოლის მოსწავლეებს გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ - მაია მიმინოშვილი

როდესაც სოფლის სკოლის მოსწავლეებსა და ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს შორის დიდი სხვაობაა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვარღვევთ თანაბარი ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ პრინციპს, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს კონფერენციის - "სახელმწიფო და საერთაშირისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები" დაწყებამდე განუცხადა.

როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, კვლევის შედეგებში დაფიქსირებულია, მათ შორის, ეს საკითხი, რაც სოფლისა და ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს ეხება.

"სამწუხაროდ, ეს არის დაფიქსირებული კვლევის შედეგებში, რომ ქალაქის სკოლის მოსწავლეებს გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე სოფლის და რეგიონების სკოლის მოსწავლეებს. ცალკე რეგიონს ვერაფრით ვერ გამოვყოფ. ერთადერთი გამოვყოფდი იმ რეგიონს, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, მოსწავლეების მიღწევებზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

"მე მაინც დავიწყებდი ქვეყანაში განათლების სისტემის მოწყობით, ეროვნული სასწავლო გეგმით, რომელიც განათლების სამინისტრომ დაგეგმა და საინტერესოა, მივაღწიეთ თუ არა იმ შედეგს, რაც დაგეგმილი იყო. აღმოჩნდა, რომ მიღწეულ ეროვნულ სასწავლო გეგმასა და დაგეგმილ ეროვნულ სასწავლო გეგმას შორის დიდი სხვაობაა", - აღნიშნა მიმინოშვილმა.

myquiz