მცხეთაში მიკროავტობუსის ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა | Allnews.Ge

მცხეთაში მიკროავტობუსის ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა

ქალაქ მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამარშრუტო ტაქსი განათების ბოძს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

myquiz