გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ზაფხულში მოსალოდნელი ტემპერატურის შესახებ | Allnews.Ge

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ზაფხულში მოსალოდნელი ტემპერატურის შესახებ

წელს, ზაფხულში მაქსიმალურად ცხელი სეზონი არ იქნება, - ამის შესახებ Allnews.ge -ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, რამდენ გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა, 40 იქნება, თუ ამ ნიშნულს გადაცილდება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

"ტემპერატურას ძირითადად, ნორმის ფარგლებში ველოდებით, თუმცა, ზოგიერთ ადგილზე ტემპერატურა შესაძლოა, წინა წლებთან შედარებით 1 გრადუსით მეტიც დაფიქსირდეს," - დასძენს ის.

რაც შეეხება ივნისის თვეში მოსალოდნელ ამინდს, სვეტლანა ნიორაძის თქმით, სინოპტიკოსი 15 ივნისამდე ცვალებად ამინდს ვარაუდობს.

2,3 და 4 ივნისს თბილისში ტემპერატურა დღისით 27-28 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სვეტლანა ნიორაძის თქმით, 2, 3 და 4 ივნისს დასავლეთშიც და აღმოსავლეთში 19-20 გრადუსს და შედარებით გრილ ამინდს უნდა ველოდოთ, 5 ივნისიდან კი ტემპერატურა შედარებით მოიმატებს:

"5 ივნისიდან დათბება, თუმცა შემდეგ შეიძლება, ამინდი ისევ შეიცვალოს, რადგან ივნისი, ნალექიანობით ხასიათდება, რისი ტენდენციაც აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება, თუმცა წვიმა არც დასავლეთ რეგიონის გარკვეულ ადგილებშია გამორიცხული," - განმარტავს სინოპტიკოსი და დასძენს, რომ ივნისის ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ შესაძლოა, 35-36 გრადუსამდეც მოიმატოს.

myquiz