დღეს და ხვალ გზებზე შეზღუდვები დაწესდება | Allnews.Ge

დღეს და ხვალ გზებზე შეზღუდვები დაწესდება

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით თბილისში გზებზე შეზღუდვები წესდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს.

"შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისში, მიტროფანე ლაღიძისა და ნოე რამიშვილის ქუჩებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე - ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროს სადგურ "სამგორამდე", ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება:

30 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე;

31 მაისს, 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, ღონისძიების დასრულებამდე", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

myquiz